თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ბორტი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა.
საჰაერო ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში, წრეზე დაფრინავდა.
ირკვევა, რომ აღნიშნულის მიზეზი ბათუმში ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობაა, რაც ბათუმისთვის განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში იშვიათობას არ წარმოადგენს.
Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის ნაცვლად, თურქეთში, რიზეს აეროპორტში უკვე დაეშვა.