ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ ცნო.
თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიუსაჯა.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს, წარდგენილი რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ადვოკატის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.