თურქეთი მიზნად ისახავს 2053 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიების ნულამდე დაყვანას, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში თურქეთი ევროპაში მეხუთე, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მის განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წილმა უკვე 55%-ს მიაღწია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა ადრე განაცხადა, რომ იგეგმება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანაში მზის ენერგიისა და ქარის ენერგიის განვითარებაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში.