„აზერბაიჯანთან სატრანზიტო გადაზიდვებზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების მეორე სამმხრივ შეხვედრას ესწრება.
მისი თქმით, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის იდეას: „ჩვენი რეგიონისადმი ყურადღება დღითი-დღე იზრდება“.
მინისტრმა დასძინა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით ნახჩევანი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასრულდება „ეს გააფართოვებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს“— აღნიშნა ადილ კარაისმაილოღლუმ.