თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან თურქეთში ბუნებრივი გაზის ჰაბის შექმნაზე - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, მათივე ინფორმაციით პარლამენტში თავის პარტიის წევრებთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა , რომ „საკუთარი სიტყვებით პუტინმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ევროპას საკუთარი ბუნებრივი აირის მიღება თურქეთისგან შეუძლია
თურქეთი ასევე იქნება ბუნებრივი აირის ჰაბი. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, ამ საკითხზე მე და პუტინი შევთანხმდით. ჩვენ აქ, თურქეთში შევქმნით რუსეთიდან მომავალი გაზის ჰაბს. – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.