თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ კონფერენციის მე-6 სამიტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა თანამედროვე აბრეშუმის გზის აღდგენაში.
„თურქეთი მხარს უჭერს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი თანამედროვე აბრეშუმის გზის აღდგენას და ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კასპიის ზღვის გავლით აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტს“, - განაცხადა ერდოღანმა.