თურქეთი გაზსადენის მშენებლობას ნოემბერში დაასრულებს

თურქეთი გაზსადენის მშენებლობას ნოემბერში დაასრულებს

access_time2022-11-03 23:55:50

თურქეთი მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს მილსადენის მშენებლობას შავი ზღვიდან გაზის სისტემასთან დასაკავშირებლად, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Ria ლებს.


მანამდე გაზეთი Sabah წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში თითქმის 10 მილიარდ დოლარს ჩადებს. გეგმის მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა შევიდეს. შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ღირებულება 400 მილიარდ დოლარად ფასდება.


„BOTAŞ (თურქეთის სახელმწიფო კომპანია) ამ თვეში დაასრულებს ხმელეთზე გაზის მილსადენს ეროვნულ სისტემასთან დასაკავშირებლად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu ერდოღანს.



ერდოღანმა დასძინა, რომ თანამედროვე საბურღი დანადგარების წყალობით, თურქეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მან აღნიშნა, რომ უკვე არის წინადადებები თანამშრომლობის შესახებ ნახშირწყალბადების მოძიებაში, წარმოებასა და ტრანსპორტირებაში.


შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთის ხელისუფლებამ 2020 წელს გამოაცხადა, ხოლო ქვეყანამ შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო, რომელიც ზღვაში მდებარე საბადოს ხმელეთს დააკავშირებს, შემდეგ კი – ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელს.


13 ივნისს, მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, დღე-ღამეში მოიპოვებენ დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, რომლის მიღებასაც თურქეთის მომხმარებლები 2023 წლის პირველი კვარტლიდან შეძლებენ. ერდოღანის თანახმად, მოპოვება ეტაპობრივად გაიზრდება და მაქსიმუმს 2026 წლისთვის მიაღწევს. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გაზის მოპოვებას დღე-ღამეში 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან და შესაძლოა, 50 მილიონამდეც ავიდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up