თურქეთი მსოფლიოს სუეცის არხის ალტერნატივას სთავაზობს

თურქეთი მსოფლიოს სუეცის არხის ალტერნატივას სთავაზობს

access_time2021-03-31 19:00:55

„სუეცის არხის ინციდენტის შემდეგ წინა პლანზე ჩვენს ტერიტორიაზე არსებული დერეფნები გამოვიდა. ჩვენ განვახორციელეთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი და ძალიან მალე ამის შედეგებსაც ვნახავთ. სტამბოლის არხი, ნაოსნობის და ნავიგაციის ავტონომიური სისტემით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ლოგისტიკური მარშრუტი გახდება“, - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილკარაისმა ილოგლუმ.


მისი თქმით, აზიას და ევროპას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის, სუეცის არხის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა დერეფანი, რომელის თურქეთიდან კავკასიაში მიდის, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთში და ყაზახეთში, საბოლოოდ კი ჩინეთში ჩადის.


„სუეცის კრიზისმა ცხადყო, რომ ისტორიული „აბრეშუმის გზა“, კერძოდ კი პროექტი „ერთისარტყელი, ერთი გზა“ დროის და ხარჯების დაზოგვის კუთხით, ყველაზე ოპტიმალური და უსაფრთხო მარშრუტია“, - განაცხადა მინისტრმა.


ამ დერეფნის განვითარების პერსპექტივა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა, როდესაც პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში, 2 კონტინენტის, 2 ზღვის და 5 ქვეყნის გავლით, 10 დღეში ჩავიდა.


„კიდევ ერთ, რუსულ მარშრუტთან შედარებით, ჩვენი დერეფანი უფრო სწრაფი და ეკონომიური და 2000 კილომეტრით მოკლეა. ის ასევე უკეთესია კლიმატური პირობების თვალსაზრისით. საზღვაო მარშრუტებთან შედარებითაც, ჩვენი დერეფანი 15 დღით ნაკლებ დროს მოითხოვს“, - ამბობს კარაის მაილოგლუ.



გარდა ამისა, თურქეთის საპორტო ინფრასტრუქტურა აზიიდან ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტვირთების მინიმალურ დროში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, თურქეთი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს.


„ჩინეთს და ევროპას შორის სავაჭრო ბრუნვა დღეს წელიწადში 600 მლრდ. დოლარს შეადგენს და დერეფნის ეფექტური გამოყენება რეგიონის ყველა ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციონ და დერეფნის განვითარებაზე ერთიანად უნდა ვიზრუნოთ“, - თვლის თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი.


მისი თქმით, სუეცის კრიზისმა დაადასტურა, რომ ალტერნატიულ მარშრუტების დამუშავების დრო უკვე მოვიდა.


„ამ მხრივ, თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი დერეფანი, ბოლო წლებში განვითარებული სარკინიგზო პროექტების გათვალისწინებით, გახდება მარშრუტი, რომლითაც ქვეყნები ერთმანეთს სწრაფად და უსაფრთხოდ დაუკავშირდებიან. ჩვენ პორტებს, რკინიგზებს და ლოგისტიკურ ობიექტებს ვაშენებთ და ის ჩვენ დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა კარაისმაილ ოგლუმ.


მისი თქმით, მოთხოვნა ახალ გზებზე ამ პროცესს დააჩქარებს.


„სტამბოლის არხის სახით მსოფლიო ყველაზე უსაფრთხო ლოგისტიკურ მარშრუტს მიიღებს. არც ჩვენ და არც მსოფლიო ეკონომიკას არავითარი შეფერხებები არ შეექმნება“, - მიჩნევს მინისტრი.


turkiyegazetesi.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up