თურქეთი მსოფლიოში პირველი „მწვანე ტურიზმის“ პროგრამის განხორციელებას გეგმავს

თურქეთი მსოფლიოში პირველი „მწვანე ტურიზმის“ პროგრამის განხორციელებას გეგმავს

access_time2022-07-16 21:00:24

თურქეთი, 2023 წელს მსოფლიოში პირველი ეროვნული „მწვანე“ ან ეკოტურიზმის პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და 2030 წლამდე გაგრძელდება. აღნიშნუის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Milliyet-ი ავრცელებს.


პროგრამა გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC) თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და ითვალისწინებს გლობალური მდგრადი განვითარების პრაქტიკის განხორციელებას ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიაში და პარიზის კლიმატის შეთანხმების საფუძველზე, გარემოს დაბინძურების შემცირებას.


პანდემიის დროს თურქულ სასტუმროებში „უსაფრთხო ტურიზმის“ სერტიფიკატების შემოღების შემდეგ, რითაც დაადასტურა, რომ ისინი აკმაყოფილებენ აუცილებელ ზომებს ტურისტებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი დასვენების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ დაიწყო მზადება „მწვანე ტურიზმის“ პროგრამის დასაწყებად. იგი ასევე ითვალისწინებს სასტუმროების მიერ შესაბამისი სერთიფიკატების მიღებას, წერს Milliyet.


გამოცემის ცნობით, პროგრამის განხორციელების დაწყება 2023 წლის იანვრიდან იგეგმება. პირველ ეტაპზე შემუშავდება ეროვნული პროგრამის კრიტერიუმები და კომპანიებს ჩაუტარდებათ ტრენინგი. თებერვალში, სავარაუდოდ, პროექტში ჩაერთვებიან ტურისტული ინდუსტრიის მონაწილეები, რომლებიც მზად არიან მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.



მეორე ეტაპზე, ანუ 2025 წლისთვის იგეგმება სერტიფიცირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა, 2030 წლისთვის კი მდგრადი ტურიზმის ყველა საერთაშორისო სტანდარტის და პარიზის კლიმატის შეთანხმების დანერგვა, რომელსაც თურქეთმა გასულ წელს მოაწერა ხელი.


თურქეთის ტუროპერატორთა კავშირის ხელმძღვანელმა ფირუზ ბაღლიკაიამ Milliyet-თან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში ატმოსფეროში ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე. ამას, მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ავიაკომპანიების მიერ მრავალი საათის ნაცვლად საშუალო და მოკლე ფრენების პრაქტიკის გავრცელება.


„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, ხანგრძლივ ფრენებზე ნახშირორჟანგის ემისია ერთ მგზავრზე ექვსჯერ მეტია მოკლე რეისებთან შედარებით. თურქეთი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც 3-4 საათიანი ფრენით მოხვედრა შესაძლებელია და ეს არის მისი უპირატესობა“, - განაცხადა პროფკავშირის ხელმძღვანელმა.


მისივე თქმით, საერთაშორისო მოგზაურობაში ჩართული ტურისტული სააგენტოების 87%-ს სურს განახორციელოს თავისი პროგრამები მდგრადი ტურიზმის ფარგლებში.


„ტურისტების ორი მესამედი ურჩევნია დარჩეს ისეთ ადგილებში, სადაც ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას“, - თქვა ბაღლიკაიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up