ანკარა მზადაა ევროპას თურქმენეთიდან სატრანზიტო ბუნებრივი აირი მიაწოდოს, წერს გაზეთი “ნეიტრალური თურქმენეთი” თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის, მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ.
თურქეთის პარლამენტის სპიკერმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და რომ თურქეთი მზადაა ევროპას მიაწოდოს თურქმენული ბუნებრივი აირი.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გეგმავს განიხილოს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან ილჰამ ალიევთან და სერდარ ბერდიმუჰამედოვთან დეკემბერში დაგეგმილ აშხაბადში ვიზიტის დროს.
თურქმენეთს უკავია გაზის მსოფლიო მარაგის 7,2%, რაც საშუალებას აძლევს მას მსოფლიოში მე-4 ადგილი დაიკავოს ამ მაჩვენებლით, რუსეთის, ირანის და ყატარის შემდეგ.
bfm.ge