თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

access_time2021-11-24 09:30:00

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ყარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქეთის პირველი შიდაწარმოების ელექტრომატარებლის სამუშაოები დასრულებულია. ელექტრომატარებლის საპროექტო სიჩქარე 176კმ/სთ, ხოლო ოპერატიული სიჩქარე 160კმ/სთ–ია. „ელექტრომატარებელი ძალიან მალე იქნება ჩვენი მოქალაქეების სამსახურში“, – აღნიშნა ყარაისმაილოღლუმ.



თურქეთის მთავრობამ 2003–2020 წლებში სარკინიგზო სფეროში $21.2 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ რკინიგზა მთლიანად ელექტროსიგნალით აღჭურვოს.



ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას ყარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ სამინისტრომ 312-კილომეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა სარკინიგზო სისტემა შეიმუშავა. მისი თქმით, რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემაა ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად.



2021 წლის მონაცემებით, TCDD ხაზების დაახლოებით 5753 კილომეტრი, ანუ 45% ელექტრიფიცირებულია. 2025 წლისათვის კი მთავრობა გეგმავს, სახელმწიფო რკინიგზის მიერ მოხმარებული ენერგიის 50%–ზე მეტი განახლებადი წყაროებიდან იყოს მიღებული.




„ჩვენ სწრაფად მივდივართ ჩვენი მწვანე განვითარების მიზნებისკენ მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტებით, მდგრადი და ჭკვიანი ტრანსპორტის, მწვანე პორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების, საწვავის მოხმარების, გამონაბოლქვის შემცირებისა და მიკრომობილური მანქანების გავრცელების გზით“, – აღნიშნა მინისტრმა.



მდგრადი, ჭკვიანი მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სამინისტრო შეიმუშავებს სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რომლებიც სატრანსპორტო სისტემებს მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებისთვის შესაფერისს გახდის.



მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სტრატეგიაზე. მისი განცხადებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა მიკრომობილურ მანქანებში. საინტერესოა, რომ თურქეთის ფოსტა უკვე იყენებს ელექტროსკუტერებს მიწოდებისთვის.



წყარო: forbes.ge



თეგები:
მატარებელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up