რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთს სურს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება, რათა „ომი სწრაფად დასრულდეს“.
ამასთან, მან განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებებსაც აღწევს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმება. „ამ დროისთვის უკვე ექსპორტირებულია 5 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია“, - აღნიშნა ერდოღანმა.
europetime.eu