თურქეთი რუსი ტურისტებისათვის მთავარ „ფარმ შოპინგის“ ცენტრად იქცა. თურქული გაზეთი Hurriyet-ი წერს, რომ ამ ფონზე სულ უფრო მეტი აფთიაქი იხსნება ხუთვარსკვლავიან სასტუმროებთან.
პირველი, რასაც რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ, რომლებიც ახლახან შესახლდნენ თურქეთის სასტუმროებში დასასვენებლად, არის ახლომდებარე აფთიაქების ძებნა.
სეზონის განმავლობაში, აგვისტოს მდგომარეობით, როდესაც 2 მლნ-ზე მეტი რუსი ეწვია თურქეთს, ახალი აფთიაქები, რომლებიც ემსახურებიან რუსებს, იხსნებოდა ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან, - ნათქვამია გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სტატიის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ანტალიის, ბელეკის, ალანიის, ქემერის, მარმარისის და ბოდრუმის აფთიაქებში არიან ფარმაცევტები, რომლებმაც უკვე დაიმახსოვრეს რუსული წამლების სახელები. მიუხედავად იმისა, რომ წამალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამედიცინო პროდუქცია ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც თურქეთიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სუვენირები.
ირკვევა, რომ რუსები ყიდულობენ ანალგეტიკებს, ანტიდეპრესანტებს, დიაბეტის წამლებს და სხვა. გარდა ამისა, პოპულარულია კონტაქტური ლინზები. უფრო მეტიც, პრეპარატებზე ფასები სამჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში, - აღნიშნულია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა 7 თვეში 23 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, საიდანაც 2 მლნ 197 ათას 331 ტურისტი იყო რუსეთიდან. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,36%-იან ზრდას აჩვენებს.