თურქეთში სასტუმროში განთავსება სტუმრებისათვის გაძვირდება. როგორც უცხოური მედია იტყობინება, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან თურქეთში ამოქმედდება ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სასტუმროებში, სასტუმრო სახლებსა და სხვა ტურისტულ განთავსების ობიექტებში ცხოვრებისთვის გადასახადი დაწესდება.
აღნიშნული კანონის ძალაში შესვლა 2 წლის წინ გადაიდო, თუმცა, 2023 წლის იანვარში მისი ძალაში შესვლის წინ, საგადასახადო დეპარტამენტმა მოამზადა კომუნიკეს პროექტი, რომელიც შეიცავს გარკვეული დოკუმენტის დეტალებს.
ასე რომ, 2023 წლის 1 იანვრიდან სასტუმროები, მოტელები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სოფლები, პანსიონატები, აპარტ-სასტუმროები, თერმული კურორტები, ბანაკები გადაიხდიან ყველა მომსახურების ღირებულების 2%-ს.
თურქეთის პრეზიდენტს ექნება უფლება ამ ფარგლებში შეამციროს ან გაზარდოს გადასახადის განაკვეთი.
განთავსების ობიექტში შემოთავაზებული სერვისები, რომლებიც იყიდება ღამისთევით, ექვემდებარება საცხოვრებლის გადასახადს. ეს მოიცავს საკვებს, სასმელს, აქტივობებს, გასართობ სერვისებს და სასტუმროში შემოთავაზებულ საცურაო აუზებს, სპორტულ, თერმულ და მსგავს ზონებს, ასევე ყველა კონცეფციას - BB, HB, FB, all inclusive, ultra all inclusive.