20 აპრილიდან თურქეთი შიდა მოხმარებისთვის საქარიაში შავი ზღვის უდიდესი გაზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის გამოყენებას დაიწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Daily Sabah წერს.
„ამიერიდან თურქეთი დაიწყებს საკუთარი ბუნებრივი აირის გამოყენებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეეთერით.
მომპოვებელი კომპანიის Türkiye Petrolleri-ის ცნობით, უკვე დასრულებულია მილების დამონტაჟება, რომლებმაც შავ ზღვაში არსებული ჭაბურღილები ხმელეთზე გაზის გადაცემის სისტემასთან უნდა დააკავშირონ.
თურქეთმა საქარიას საბადოს ექსპლუატაციისთვის მზადება 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. საბადოს მარაგი შეფასდა 320 მილიარდ m³-ად შეფასდა.