აღმოჩნდა, რომ ევროპაში ყველაზე მეტად თურქეთია სმარტფონებზე დამოკიდებული. ევროპაში სმარტფონს დღეში 48-ჯერ ნახულობენ, თურქეთში კი - 78-ჯერ დღეში.
ანუ თურქეთში ხალხი ტელეფონს ყოველ 13 წუთში ამოწმებს და ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში.
CNN Türk-ის ცნობით, სმარტფონებზე დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მეხსიერების პრობლემები, ორგანიზაციული დაგეგმვის სირთულეები, ძილის დარღვევა, ოჯახური კავშირების გაუარესება, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ტყუილისადმი მიდრეკილების ზრდა, დროის ცნების დაკარგვა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და პასუხისმგებლობის აღების უუნარობა.
სმარტფონზე დამოკიდებულებას ასევე აქვს ისეთი ფიზიკური შედეგები, როგორიცაა ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების სიმშრალე, ჭარბი წონის მომატება ან დაკლება.