თურქეთი 2023 წელს პირველ კომერციულ მინი-სატელიტ „სტამბოლს“ გაუშვებს. 80 მინი თანამგზავრისგან შემდგარი სისტემა უზრუნველყოფს კომუნიკაციისა და მონაცემთა სერვისებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
როგორც მედია წერს, „სტამბოლის“ პირველი თანამგზავრი კოსმოსში 2023 წელს SpaceX Falcon9 გამშვები მანქანის გამოყენებით გავა.
თავად სატელიტი შემუშავებულია მუზაფერ დუისალის მიერ, რომელიც არის თურქეთში პირველი გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც მინი თანამგზავრი Grizu-263A შექმნა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და SpaceX-ის პირველი პირების შეხვედრა რამდენიმე დღის წინ კატარშიც შედგა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილოან მასკი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად ჩავიდნენ.