თურქეთი სრუტეებში გემების გამონაბოლქვის დონეს გამოთვლის - პროექტი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება

თურქეთი სრუტეებში გემების გამონაბოლქვის დონეს გამოთვლის - პროექტი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება

access_time2023-01-10 22:00:51

თურქი სპეციალისტები ახორციელებენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბოსფორის სრუტეში გამავალი გემების გამონაბოლქვის დონეს გამოთვლიან. პროექტი სტამბოლის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებისა და მართვის ინსტიტუტმა სამხრეთ კორეის კვლევით ფონდთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ამის შესახებ თურქული მედია, „ანადოლუ“  წერს.

 

 

პროექტი, რომელსაც თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოც  (TÜBİTAK) უჭერს მხარს, 2023 წლის იანვარში დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

პირველ ეტაპზე სტამბულის სრუტეში სხვადასხვა ადგილას განთავსდება სენსორები, რომელთა მეშვეობითაც გარემოში გემების მავნე გამონაბოლქვის გამოთვლა მოხდება.

 

 

სტამბოლის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა და მართვის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯემ გაზიოღლუმ პროექტის დეტალები „ანადოლუს“ კორესპონდენტს  გააცნო.

 

 

მისი თქმით, სტამბოლის სრუტეში წელიწადში საშუალოდ 40 ათასი გემი გადის და თურქეთის ხელისუფლებამ დიდი ხანია უარი თქვა მართვის ისეთ სისტემაზე, რომელშიც გარემოსთვის ასეთი მოძრაობის შედეგების გათვალისწინება არ მოხდებოდა.


 

 

გაზიოღლუ მიიჩნევს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ტრანსპორტირება ასევე ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით უნდა მოხდეს და  თურქული სრუტეები ამის კარგ შესაძლებლობას იძლევიან.

 

 

გაზიოღლუს განცხადებით, თურქეთმა სრუტეებზე ეკოლოგიური თვალსაზრისით „კონტროლი“ უნდა დაამყაროს, რაც სამეცნიერო მონაცემების მეშვეობითაა შესაძლებელი.

               

”ჩვენ განვათავსებთ სენსორებს სხვადასხვა წერტილში, რომლებიც შეძლებენ გაზომონ ემისიების დონე გემების გავლის შემდეგ,” - აღნიშნა მან.

 

 

პროფესორის თქმით, გემების გავლის შემდეგ ემისიების დონის გამოთვლის მეთოდი უკვე არსებობდა, მაგრამ ახლა ექსპერტები უფრო ზუსტი შედეგის მიღებას ელიან.

 

 

გაზიოღლუს განცხადებით, პირველ ეტაპზე სენსორები სტამბოლის სრუტეში სამ წერტილში განთავსდება, თუმცა მოგვიანებით მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

 

 

პროფესორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტმა მოახდინა თურქეთის საჭიროებებზე ადაპტირება სისტემისა, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება სამხრეთ კორეაში.

 

 

”მათ მიერ შემუშავებული სისტემა გამოიყენებოდა ბუნებრივ საწყლოსნო გზებზე მოძრავ გემებზე, სადაც არ არის ურბანიზაცია. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვსაუბრობთ ქალაქზე  თითქმის 15 მილიონიანი მოსახლეობით და აუცილებელია,  განვასხვაოთ ავტომობილების გადაადგილებისას და გემების სრუტეში გავლისას გამოყოფილი გამონაბოლქვები. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული თეორიული სამუშაოები და ამას პრაქტიკაშიც განვახორციელებთ“, - განაცხადა გაზიოღლუმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up