აპრილის ბოლოს, თურქეთი ტანკ Altay-ს გამოცდას იწყებს, რის შემდეგაც მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. ამის შესახებ CNN Turk-ი წერს.
„ეროვნული ტანკი Altay თურქეთის შეიარაღებულ ძალებს 23 აპრილს გადაეცემა. ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ, მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. მიზანი, 2025 წელს, პირველი Altay ტანკის პრაქტიკული გამოყენებაა საბრძოლო ვითარებაში“, - აცხადებენ მწარმოებელი კომპანია BMC Defence-ის პრესსამსახურში.