„თურქეთი არ მოითხოვს უცხოელი ტურისტებისგან ცნობას, რომ ისინი კორონავირუსით დაავადებულები არ არიან“ - განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ თურქეთის ტურიზმის და კულტურის მინისტრის მემხმეტ ერსოიაზე დაყრდნობით.ეს სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთსაც ეხება. მინისტრის თქმით, ამჟამად რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან უახლოეს პერიოდში მათი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვა.
მინისტრმა ისიც დაადასტურა, რომ მგზავრები თერმოსკრინინგი გაივლიან, კორონავირუსის ტესტირება კი მხოლოდ იმათ მოუწევთ, ვისაც ტემპერატურა 38-ზე მეტი ექნება.ტესტირების პასუხი მზად 1 საათში იქნება.
„თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმე დაავადდება, ჩვენ მათ საჭირო სამედიცინო დამხარებას გაუწევთ. ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს“ - განაცხადა მინისტრმა, თუმცა იქნება ეს დახმარება უფასო თუ ფასიანი, არ დაუზუსტებია.
წყარო: news.rambler.ru