პირველი იანვრიდან თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სასტუმროებში, დასვენების ცენტრებსა და ტურისტულ კომპლექსებში დამატებით გადასახადი წესდება.
დროებით საცხოვრებლებში გადასახადი 2%-ით განისაზღვრება.
გადასახადი დაეკისრება ტურისტებს, რომლებიც იცხოვრობენ სასტუმროებში, საკურორტო სოფლებში, ბუტიკ სასტუმროებში, ჰოსტელებში, პანსიონატებში, კოტეჯებსა და ბანაკებში.
გადასახადისგან გათავისუფლდებიან უცხო ქვეყნის დიპლომატები და სტუდენტები.
კანონის ინიციატორების აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტი ტურისტებიდან და მოგზაურებიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას შეძლებს, მიღებული თანხა კი ინდუსტრიის განვითარებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გადასახადი დასვენების სერვისებს გააძვირებს, რაც უცხოელ ტურისტებს უბიძგებს, რომ არჩევანი სხვა ქვეყანაზე შეაჩერონ და არა თურქეთზე.