თურქეთი თურქმენული გაზის ევროპაში გატანითაა დაინტერესებული, მარშრუტი საქართველოზე გადის

თურქეთი თურქმენული გაზის ევროპაში გატანითაა დაინტერესებული, მარშრუტი საქართველოზე გადის

access_time2022-12-11 17:00:19

თურქეთის პრეზიდენტი თურქმენეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ფიქრობს - ამის შესახებ, თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობითა და რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით, Bloomberg-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამ იდეას განიხილავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.

 

თურქმენეთის გაზის ევროპისთვის მიწოდება ახალი იდეა არ არის, მაგრამ მისი განხორციელება წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი ახლა ამ იდეის აღორძინებას აპირებს, თუმცა სისრულეში მის მოყვანას წლები დასჭირდება.

 

მარშრუტი, რომელიც თურქმენულმა გაზმა ევროკავშირის ქვეყნებამდე უნდა გაიაროს, საქართველოზე გადის. Bloomberg-ი წერს, რომ ამ პროექტის თანახმად, გაზი ტანკერებით (კასპიის ზღვით) ჯერ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში უნდა გადაიტვირთოს, სადაც მისი ჩატუმბვა სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენების ქსელში მოხდება. ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანს ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, დაააკავშირებს.

  


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ევროკავშირმა აქტიურად დაიწყო გაზით უზრუნველყოფის ალტერნატიული გზების მოძიება. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და გაერთიანება გეგმავს, რომ უახლოეს წლებში სრულად თქვას უარი.

 

აზერბაიჯანი აპირებს, 2027 წლისთვის, ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი საკუთარი ბუნებრივი აირი გაიტანოს და ეს მარშრუტი საქართველოზე გადის. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა ივლისში, როცა ბაქოს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი სტუმრობდა. მან თქვა ასევე, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკავშირის დახმარებით გაფართოვდება.

 

 

radiotavisupleba


თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up