უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ თურქულ მწარმოებელ Karpowership-თან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებას ითვალისწინებს. მცურავი ელექტროსადგურები 1 მილიონი ოჯახის ელექტრომოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებენ. ინფორმაცია Anadolu-ს ჟურნალისტებმა Karpowership-ის განცხადებებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
მცურავი პლატფორმების განთავსება რუმინეთისა და მოლდოვის პორტებში იგეგმება, წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირება კი ამ ქვეყნების ელექტროქსელით მოხდება. უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანია და Karpowership ამ გადაწყვეტილების რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბუქარესტთან და კიშინიოვთან გამართავენ.
უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი რუმინეთიდან სატესტო რეჟიმში ნოემბრის ბოლოს განახორციელა. ეს აუცილებელი იყო საჭიროების შემთხვევაში ევროპიდან ენერგიის ტრანსპორტირების ტექნიკური მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.