თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადის 77%-იანი ზრდაა

თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადის 77%-იანი ზრდაა

access_time2022-02-16 14:30:00

2022 წლის იანვარში თურქეთის აეროპორტები სულ 9,3 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 77,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატი (DHMI) ავრცელებს.


სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარში თურქეთის აეროპორტების სერვისებით შიდა რეისებზე 5 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით ასეთი მგზავრების რაოდენობა შემცირდა. 2021 წლის იანვარში შიდა რეისებით 3,4 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.


სამაგიეროდ 128%-იანი მატებაა საერთაშორისო რეისებით მოსარგებლე მგზავრების სტატისტიკაში. 2022 წლის იანვარში თურქეთის აეროპორტებში შესრულებული საერთაშორისო რეისებით 4,24 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.


Hurriyet-ის ინფორმაციით, აეროპორტ “სტამბოლს”, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია, იანვარში მგზავრთნაკადი 107%-ით, 3,5 მლნ მგზავრამდე გაეზარდა. იანვრის განმავლობაში “სტამბოლმა” საერთაშორისო რეისებით 2,6 მლნ მგზავრი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%-ია. შიდა რეისებზე კი მზაგვართნაკადის ზრდამ 111%-ი შეადგინა.



რაც შეეხება სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტს, იანვარში მან 2 მლნ მგზავრი მიიღო, 2021 წლის იანვარში კი 1,3 მლნ. საბიჰა გოგჩენის აეროპორტში საერთაშორისო რეისებზე მგზავრთნაკადის 104%-იანი ზრდა დაფიქსირდა, შიდა რეისებზე კი 14%-იანი ზრდა.


ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადი, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა COVID-19 პანდემიის გამო, აღდგენის ტრენდს აჩვენებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს განმარტებით, იანვარში მგზავრთა რაოდენობამ 2019 წლის იანვარის მაჩვენებლების 66%-ი შეადგინა.


avianews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up