თურქეთის ქალაქ მარდინის აეროპორტს ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორ აზიზ სანჯარის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი აწერს ხელს, ძალაში ხუთშაბათს, 26 იანვარს შევიდა.
მსოფლიოში ცნობილი თურქი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი აზიზ სანჯარი აშშ-ში ცხოვრობს.
ნობელის პრემია ქიმიაში მან 2015 წელს თომას ლინდალთან და პოლ მოდრიჩთან ერთად აიღო "დნმ-ის აღდგენის მექანიზმების კვლევისთვის".
სანჯარი გახდა პირველი თურქი მეცნიერი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.