თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. საფრანგეთის ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი (EMSC) მიწისძვრის სიმძლავრემ გოლბასის მახლობლად 5.6 მაგნიტუდა შეადგინა და ის 2 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისძვრა სამშაბათს 03:13 GMT- ზე დაფიქსირდა.