თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი 65.2%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი 65.2%-მდე გაზარდა

access_time2022-10-30 15:00:27

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი 60,4%-დან 65,2%-მდე გაზარდა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, საჰაპ კავჩიოღლუმ აღიარა, რომ მარეგულირებლის ქმედებები ინფლაციის შესაჩერებლად ჯერ კიდევ „არ არის ძალიან წარმატებული“.


კავჩიოღლუმ აღნიშნა ისიც, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი არც ისე წარმატებულია ფასების ზრდის შეკავებაში. თურქეთმა ინფლაციის პროგნოზს მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ გადახედა.


სექტემბერში, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ორ თვეში ორჯერ შეამცირა განაკვეთი, რის გამოც ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 24 წლის მაქსიმუმს 83,45%-ს მიაღწია.



ოქტომბერში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ცენტრალურმა ბანკმა კვლავ შეამცირა განაკვეთი მოსალოდნელზე მეტით, 150 საბაზისო პუნქტით, 10,5%-მდე, წერს Reuters. ანალოგიური კლება მოსალოდნელია ნოემბერშიც. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, წლის ბოლომდე განაკვეთის10%-ზე დაბლა დაწევისკენ მოუწოდა. ბანკმა ასევე გაზარდა ინფლაციის პროგნოზი 2023 წლის ბოლომდე. მოსალოდნელია, რომ ის 19.2%-დან 22.3%-მდე გაიზრდება.


„ინფლაცია სწრაფად შემცირდება, რადგან მიწოდება გრძელდება, ვალუტის კურსი სტაბილური რჩება და ფასები ნორმალიზება“, - განუცხადა ჩავჩიოღლუმ ჟურნალისტებს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


კითხვაზე, მოახერხა თუ არა ბანკმა ინფლაციის შემცირება, მან უპასუხა, რომ წარმატებულად არ თვლის ცენტრალური ბანკის ქმედებებს. მისი აზრით, ფასების სტაბილიზაციის წინაპირობაა გრძელვადიანი დადებითი სავაჭრო ბალანსის მიღწევა და ლირის დომინირება შინამეურნეობების, ბანკებისა და კომპანიების ბალანსებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up