თბილისი (GBC) - თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთ–საქართველოს შორის ვაჭრობის ბრუნვა თებერვალში, იანვართან შედარებით, 5.5%-ით შემცირდა და $188 მლნ შეადგინა (იანვარი: $199 მლნ).
ამ პერიოდში თურქეთში ექსპორტი გაზრდილია 6.7%-ით $33.5 მლნ-მდე (იან:$31.4მლნ), თუმცა დამანგრეველი მიწისძვრა იმპორტზე აისახა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, იმპორტი თითქმის 8%-ით შემცირდა და $154.5 მლნ შეადგინა (იანვ: $167.7 მლნ).
თურქეთთან საგარეო ვაჭრობაში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 7.6%-ით $29.6 მლნ-მდე გაიზარდა (იან: $27.5 მლნ).
გთავაზობთ თებერვლის თვეში თურქეთთან ძირითად სავაჭრო პროდუქციას:
ექსპორტი:
1. მაისურები. ტრიკოტაჟის ნაწარმი - $6.6 მლნ-ის 169 ტონა;
2. ფეროშენადნობები - $5.9 მლნ-ის 5.2 ათასი ტონა;
3. დანარჩენი საქონელი - $3.9 მლნ.
იმპორტი:
1. სამკურნალო საშუალებები - $8.6 მლნ-ის 127 ტონა;
2. მსუბუქი ავტომობილები - $6 მლნ-ის 177 ერთეული;
3. შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - $4.1 მლნ-ის 1.8 ათასი ტონა.
Gbc.ge