საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 4,5%-დან 5,3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ თურქული გაზეთი Aydınlık წერს.
თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის დადასტურებულია 2%-ზე, ხოლო 2024 წელს 3%-ზე.
მანამდე ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (TUIK) განაცხადა, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაცია სექტემბრის 83,45%-დან ოქტომბერში 85,51%-მდე გაიზარდა.
თვის მონაცემებით სამომხმარებლო ფასების ზრდამ, დეპარტამენტის მონაცემებით, 3,54% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი წელს დიდი ხნის განმავლობაში განაკვეთს 14%-ზე უცვლელად ინარჩუნებდა, თუმცა შემდგომ მისი შემცირება დაიწყო. განაკვეთი ოქტომბერში 12%-დან 10,5%-მდე შემცირდა. ლირა თანდათან სუსტდება: თუ იანვრის ბოლოს ლირის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 13,5 ლირა იყო, თებერვლის ბოლოს უკვე 14 ლირამდე გაიზარდა, ახლა კი 18,6 ლირა.