თურქეთის მოქალაქეობას უცხოელები იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ქვეყანაში სულ მცირე $400 ათასის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენენ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შესაბამისი განკარგულება პარასკევს, 13 მაისს გამოქვეყნდე სამთავრობო გამოცემა „ოფიციალურ გაზეთში“.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში ერთ თვეში შევა.
ერდოღანის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია $400 ათასის უძრავი ქონების შეძენის (მანამდე ეს მოცულობა $250 ათასს შეადგენდა – რედ.), ან ანალოგიური მოცულობის თანხის თურქულ ბანკში ანაბარზე განთავსების გზით. ამასთან, მოქალაქეობის მიღების მსურველს ვალდებულებად ეკისრება, არ გაყიდოს შეძენილი უძრავი ქონება 3 წლის განმავლობაში, ან იგივე ვადის განმავლობაში არ გაიტანოს ბანკიდან ანაბარი.