თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით Borsa İstanbul -მა (სტამბულის ბირჟა) მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. როგორც თურქული მედია წერს, აღნიშნული ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი ბირჟაზე არსებული ვითარებაა. მიწისძვრებისა და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, თურქული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა, სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე წუთში თურქული ბენჩმარკის, Borsa Instanbul 100 Index-ის ღირებულება 7%-ით დაეცა, რის შემდეგაც ბირჟაზე ვაჭრობა შეწყდა.
შესაბამისად დღეიდან ტრეილერებს Borsa İstanbul -ზე კომპანიების აქციებით, ობლიგაციებით და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალება აღარ ექნებათ.