თურქეთის ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „ეროვნულმა ალიანსმა“ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა.
74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ მუსტაფა ქემალ ათათურქის დაფუძნებული „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია.
ოპოზიციის კანდიდატებად ასევე მოიაზრებოდნენ ანკარისა და სტამბოლის მერებიც. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ანკარასა და სტამბოლის მერები ვიცე-პრეზიდენტები გახდებიან.