თურქეთის პროვინცია ჰატაიში, ისკენდერუნის პორტში მეორე დღეა ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. ადგილზე გადმოტვირთული კონტეინერები იწვის, რომელთა ნაწილი 6 თებერვლის მიწისძვრის დროს წაიქცა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ერთი დღით ადრე, ჰატაის პროვინციასა და თურქეთისა და სირიის რამდენიმე სხვა რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრების სერია მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ორ ქვეყანაში სტიქიის მსხვერპლი 4983 ადამიანი გახდა. მსხვერპლთა რიცხვი ათეულობით ათასია. ათასობით შენობა განადგურდა.