თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს და რომელსაც ვადა ეწურება, ძალაში დარჩება, იტყობინება AFP-ი.
მე იმ აზრის ვარ, რომ ეს გაგრძელდება, - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე ბალიზე, ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეული შეაყოვნა ნავსადგურებში მანამ, სანამ ივლისში ხელი არ მოეწერა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ ის მოელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
წყარო: radiotavisupleba.ge