თურქეთის საფონდო ბირჟა ოთხშაბათს, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, გაიხსნა. BIST 100 ინდექსი 9,79%-ით გაიზარდა.
თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო და კერძო საპენსიო ფონდები დაავალდებულა, რომ თურქული აქციების წილი მათ პორტფელში გაზარდონ. კერძოდ, ახლა მათ 10%-ის ნაცვლად, ინვესტიციებისთვის 30% უნდა გამოყონ.
სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 8 თებერვალს შეჩერდა. ორი დღით ადრე რეგიონში მიწისძვრა მოხდა, რასაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა თურქეთსა და სირიაში.
2022 წელს, BIST 100, ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან აქციებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, უკიდურესად მაღალი ინფლაციის პირობებში, დაახლოებით სამჯერ (ადგილობრივ ვალუტაში) გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თურქეთში შენარჩუნებულია თითქმის 60%-ის ფარგლებში. თუმცა, 2023 წლის დასაწყისიდან ინდექსი 18%-ით დაეცა იმის გამო, რომ გასული წლის ზრდა გადაჭარბებული იყო.