თურქეთის სასტუმროებმა მიმდინარე სეზონზე შესაძლოა მთლიანად გააუქმონ რუსი ტურისტების ჯავშნები. ასეთი მოთხოვნა ოტელიერებს ევროპული ოპერატორის TUI Tantur წარმომადგენელმა წაუყენა.
ამის შესახებ გაზეთი Turizm Gazetesi წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
საქმე ისაა, რომ ტურისტულმა კომპანიებმა, რომლებიც თურქეთში ევროპელ ტურისტებს აგზავნიან, ულტიმატუმი წაუყენეს, რომ სასტუმროებში, სადაც მათი კლიენტები იცხოვრებენ, რუსები არ უნდა იყვნენ.
ეს რუსეთის იმ მოქალაქეებსაც შეეხება, ვინც უკვე შესახლდნენ სასტუმროებში. ტუროპერატორის აზრით, ისინი უნდა გამოასახლონ. გარდა ამისა, ევროპელი მოგზაურები სასტუმროებისგან რუსებთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვენ.
„ამ წერილის მიზანია, გაცნობოთ, რომ Tanturის ყველა ოპერაცია შეწყვეტილია თურქეთში TI Travel LLC–ის, TI Baltics SIA–სა და Borublita Holdings Limited–თვის“, – ნათქვამია წერილში.
TUI Tantur–ის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მოთხოვნა 31 მაისამდე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ყოველი 20 დღის შემდეგ ეს ნორმა შესაძლოა კიდევ 30 დღით გახანგრძლივდეს.