ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით რეგიონში მხოლოდ თურქეთი გვისწრებს

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით რეგიონში მხოლოდ თურქეთი გვისწრებს

access_time2022-02-08 14:00:53

თურქეთის შემდეგ, რეგიონში გასული წლის დეკემბერში ყველაზე მაღალი 13.9%-იანი ინფლაცია საქართველოში დაფიქსირდა. 305 დასახელების პროდუქტიდან 264 გაძვირდა. ტენდენცია იანვარშიც შენარჩუნდა. ბოლო 1 წელიწადში ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და კომუნალური მომსახურება გაძვირდა.

 

პანდემიის მეორე წელს ინფლაცია მთელს მსოფლიოში მართლაც დაჩქარდა, თუმცა ყველა ქვეყანა ორნიშნა მაჩვენებელზე არ გასულა. მეზობელი სახელმწიფოებიდან აზერბაიჯანში გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები 6.7%-ით გაიზარდა, სომხეთში 7.7%-ით, რუსეთში 8.4%-ით. საქართველოზე მძიმე მდგომარეობა თურქეთში აღმოჩნდა სადაც ინფლაციამ 36%-ს მიაღწია, იანვარში კი 48%-ს. 2021 წელს თურქეთში ლირებში დათვლით დოლარი 100%-ზე მეტით გაძვირდა. ლირის რეკორდულ გაუფასურებასა და მაღალ ინფლაციას მეზობელ ქვეყანაში ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ფინანსთა მინისტრისა და სტატისტიკური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობები შეეწირა, რასაც მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების შედეგები არ გამოუსწორებია.

 

არამეზობელი ქვეყნებიდან დეკემბერში ინფლაციამ ყაზახეთში 8.4%-ს მიაღწია, უკრაინაში 10%-ს, ლიეტუვაში 10.6%-ს, ლატვიაში 7.9%-ს, ესტონეთში 12.1%-ს, კუნძულოვან ბრიტანეთში კი მხოლოდ 5.4%-ს.


 



ინფლაციის უმთავრესი მიზეზი ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გახდა. 2021 წელს საქართველოში საწვავის გარდა გადასახადმა ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალზეც მოიმატა. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები უფრო დაბალი პროცენტით გაიზარდა, ვიდრე იურიდიული პირებისთვის. ამ ფსევდო შეღავათს დიდხანს არ უმუშავია, რადგან კომპანიებმა გაზრდილი ხარჯის საპასუხოდ ფასები პროდუქციაზე გაზარდეს რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობის ჯიბეს დააწვა.

 

ეროვნულ ბანკს ყველაზე ხშირად კურსზე ედავებიან, სინამდვილეში სებ-ი პასუხისმგებელი ინფლაციაზეა, 2021 წლის სამიზნე მაჩვენებლად 3% განისაზღვრა, 12 თვის საშუალომ 9.6% შეადგინა, წლის ბოლოს კი უკვე 13.9%-ს მიაღწია. რუსეთში ხორბლის მოსავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა ნავთობზე ფასების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ისიც გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ეს ფაქტი ფასების ზოგად დონეზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა.

 

წლიური ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, საქსტატს ის უცნაური მეთოდოლოგიით რომ არ დაეთვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე და 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე ნაკლებს მოიხმარდნენ კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაეფარათ, საქსტატმა ეს რატომღაც ფასების ვარდნად ასახა. გარდა ამისა 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა, მთავრობამ მათთვის, ვინც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდა, ეს სხვაობაც ბიუჯეტიდან დაასუბსიდირა, გასული წლის ინფლაციაში არც ეს გაძვირება ასახულა. სიტუაცია 2022 წლის იანვარში შეიცვალა. საქსტატის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ თითქოს ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი 68%-ით გაძვირდა, რეალურად 2022 წლის იანვარში კომუნალური გადასახადები აღარ გაზრდილა და + 68%, შარშანდელმა არასწორმა დათვლამ გამოიწვია.

 

თებერვლიდან ინფლაციაზე დამატებით გავლენას თბილისში გაძვირებული მგზავრობაც იქონიებს. რასაც გაძვირებული საწვავიც დაემატება. მართალია ბოლო კვირებში ლარი მყარდება, მაგრამ ნავთობი უფრო სწრაფად ძვირდება და მოლოდინიც პესიმისტურია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების ძირითადი ნაწილი თებერვალში დასრულდა, მეტ-ნაკლებად გასწორებული საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით მარტიდან წლიური ინფლაციის მცირედი კლებაა მოსალოდნელი.

 

ინფლაცია დაფარული გადასახადია, რომელიც ყველას, განსაკუთრებით კი ღარიბი ადამიანის ჯიბეზე მოქმედებს. თუ ნომინალური პენსია 10%-ით იზრდება, ხოლო ფასები 13.9%-ით, ეს რეალურად პენსიონერის გაღარიბებას ნიშნავს. გასულ წელს სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 107 ათასით 631 ათასამდე გაიზარდა, იანვარში კი 648 ათასს გადააჭარბა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up