თურქეთი უახლოეს მომავალში საკუთარ ტანკებსა და გემებს აწარმოებს - ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება გამიზნულია როგორც საკუთარი, ასევე მეზობლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არავის საფრთხეს არ უქმნის.
„თურქეთი ძლიერი მოკავშირეა. ჩვენი ყოფნა კვიპროსში გაგრძელდება. საბერძნეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ დიალოგით. თურქეთი არ გადაიხდის საბერძნეთის არასწორი გათვლების შედეგებს“, - განაცხადა მან.