2022 წელს თურქეთიდან მზა ტანსაცმლის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 4,8%-ით გაიზარდა და 21,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს.
„2022 წლის დეკემბერში თურქეთმა 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების მზა ტანსაცმელი გაიტანა ექსპორტზე, რაც 5,5%-ით ნაკლებია ნოემბრის მაჩვენებელზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში თურქეთმა საზღვარგარეთის ბაზრებზე 21,2 მილიარდი დოლარის ოდენობის მზა ტანსაცმელი გაიტანა.