თურქეთიდან ექსპორტი ივლისში 13,4%-ით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა ივლისის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ინფორმაციის, მიხედვით, ქვეყნის ექსპორტი ივლისში 13,4 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
trt.net.tr-ს ინფორმაციით, მთლიან ექსპორტში წარმოების მრეწველობის წილმა 94,2 პროცენტი შეადგინა. თურქეთიდან ყველაზე მეტი 1 მილიარდ 490 მილიონი დოლარის ექსპორტი გერმანიაში განხორციელდა.
გერმანიას მოჰყვება ამერიკის შეერტებული შტატები, ინგლისი და ერაყი.