2022 წლის დეკემბერში თურქეთმა ნავთობის იმპორტი 11,5%-ით შეამცირა ნოემბერთან შედარებით, 2,3 მილიონ ტონამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი საბჭო (EPDK) ავრცელებს.
ერაყიდან ნავთობის მიწოდება, 1 მლნ ტონამდე გაორმაგდა, რუსეთიდან შემცირდა 1,9-ჯერ, 963 ათას ტონამდე, ყაზახეთიდან - 1,4-ჯერ, 193,2 ათას ტონამდე.
თურქეთში დიზელის საწვავის იმპორტი საანგარიშო პერიოდში 22,2%-ით გაიზარდა და 1,1 მლნ ტონა შეადგინა. აქედან რუსეთზე მოდის 659,1 ათასი ტონა (ზრდა 1,5-ჯერ), ინდოეთზე - 121,4 ათასი ტონა (მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა), ისრაელზე - 108,1 ათასი ტონა (-12%).