თურქეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეწყვიტა

თურქეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეწყვიტა

access_time2023-03-09 22:00:21

თურქეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეაჩერა. ლოგისტიკური კომპანიები აცხადებენ, რომ თურქეთის საბაჟო სისტემა საქონლის ტრანზიტულ განბაჟებას ბლოკავს. ჯერ-ჯერობით, ბაზრის მოთამაშეთა უმეტესობა, ამას აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან თურქეთზე გაზრდილ ზეწოლას უკავშირებს. ამის შესახებ ბელარუსული მედია წერს.

 

რუსული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თურქი პარტნიორებისგან ინფორმაციას იღებენ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაზიდვების შეწყვეტის შესახებ. პირველ რიგში, საუბარი სანქცირებულ ტვირთზეა.

 

„გუშინ დავიწყეთ აგენტებისგან შეტყობინებების მიღება, რომ ადრე შეთანხმებული ფრენების ჯავშნები გაუქმდა. მათ თქვეს, რომ მიზეზი თურქეთისთვის სატრანზიტო ტვირთი რუსეთში შეჩერებაა“, - განაცხადა კომპანია „ოპტიმალოგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგი ვლასტოპულომ.

 

თურქეთის ხელისუფლებას და საბაჟო სამსახურებს ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გაუვრცელებიათ. არაფორმალურ კომუნიკაციაში ლოჯისტიკოსები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.


 

„ოფიციალურ ბრძანებებს და დადგენილებებს არ ველოდებით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თურქეთმა უნდა აღიაროს, რომ ბოლო წლის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით სანქცირებულ ტვირთებს ატარებდა. ამიტომ, ინფორმაცია არაოფიციალური არხებით მოვა და პრაქტიკაშიც ვნახავთ“, – აცხადებს კომპანიის Transasia Logistics-ის კომერციული დირექტორი ვალერია სავენკოვა.

 

თუ თურქეთის გავლით პარალელური იმპორტის ტრანზიტის სრული დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს პრობლემა იქნება ბელარუსისთვისაც, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით ტვირთი შედის თურქეთიდან ბელარუსიაშიც.

 

ბელარუსული მედია წერს, რომ გადამზიდავების პრობლემების სავარაუდო მიზეზი შესაძლოა იყოს აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან თურქეთზე გაზრდილი ზეწოლა. ისინი დიდი ხანია უკმაყოფილოები არიან რუსეთისთვის თურქეთის საჰაერო და საზღვაო ნავსადგურების გავლით „სანქცირებული ტვირთების“ მიწოდებით. რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გაორმაგდა და 45 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 


თეგები:
ტვირთები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up