თურქეთის ხელისუფლებამ ორმაგი რეგისტრაციის (ანუ რეგისტრირებული ორ იურისდიქციაში) მქონე რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა.
აღნიშნულის შესახებ RBC-ს Pegas Touristik-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Nordwind-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ანა პოდგორნაიამ და ორი სხვა რუსული ავიაკომპანიის სანდო წყარომ განუცხადა.
პოდგორნაიას ცნობით, თურქეთის გარშემო ფრენის აუცილებლობის გამო, ფრენების ხანგრძლივობა, მაგალითად, ეგვიპტეში 20-30 წუთით გაიზარდა. მაგრამ მოგზაურობის დროის უმნიშვნელო ზრდამ არ იმოქმედა ტურების ღირებულებაზე, - აღნიშნა ტოპ მენეჯერმა.
„ეგვიპტეში ყველა რეისი შესრულებულია, ტურისტების (მგზავრების) წინაშე ვალდებულებები სრულად სრულდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდგორნაიამ.
Skyscanner-ის მიხედვით, რუსეთიდან ეგვიპტეში ფრენის საშუალო დრო 5 საათი და 5 წუთია. Aeroflot, Rossiya, Pegas Fly, Red Wings და iFly აქვთ ან გეგმავენ ფრენებს ამ მარშრუტით.
ტრანსპორტის სამინისტრო ამ საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში აპირებს, განუცხადა RBC-ს უწყების წარმომადგენელმა. მან დისკრიმინაციული უწოდა ე.წ. ორმაგ რეგისტრაციას, რომელიც ჩიკაგოს კონვენციის 44 სტატიაში აღწერილ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიზნებსა და ამოცანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„ჩიკაგოს კონვენციის დებულებების დარღვევის გამორიცხვის მიზნით, ბერმუდამ უნდა გარიცხოს რეესტრიდან თვითმფრინავები, რომელთა რეგისტრაცია ან გამოყენება რუსეთის ფედერაციაში ხდება. რუსი გადამზიდავები შესაბამის მოთხოვნებს ბერმუდის საავიაციო ხელისუფლებას უგზავნიდნენ. ბერმუდის საავიაციო რეესტრის მიერ თვითმფრინავების რეგისტრაციის გაუქმების დაგვიანება კი ჩიკაგოს კონვენციის უხეში დარღვევაა“, — აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
„როსავიაციის“ წარმომადგენელმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. RBC-მ მიმართა ასევე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
მაისის ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთმაც, რომეოლმაც ორ იურისდიქციაში რეგისტრირებული რუსული ავიაკომპანიების ხომალდებს ფრენები აუკრძალა. RBC-ის წყაროს ცნობით, ელექტრონული დოსიეების განახლების სტანდარტული პროცედურის შემდეგ, რუსულმა გადამზიდავებმა პეკინს ვერ დაადასტურეს, რომ თვითმფრინავებიი საზღვარგარეთ რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი.