თურქეთმა თავის სრუტეებში  23 მილიონი ბარელი ყაზახური ნავთობი დაბლოკა - რა არგუმენტები აქვს ანკარას

თურქეთმა თავის სრუტეებში 23 მილიონი ბარელი ყაზახური ნავთობი დაბლოკა - რა არგუმენტები აქვს ანკარას

access_time2022-12-09 18:40:47

26 ტანკერმა, რომელზეც 23 მილიონ ბარელზე მეტი ყაზახური ნავთობია, ბოსფორისა და დარდანელის გავლა ვერ შეძლო, ამის შესახებ, გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი იტყობინება.

 

 

 

თურქეთის სანაპიროებთან მდგარ გემებზე ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. მხოლოდ ერთ გემს გადააქვს დაახლოებით 1 მილიონი ბარელის ოდენობის „ურალის“ მარკის რუსული ნავთობი, რომელიც ინდოეთისთვისაა განკუთვნილი.

 

 

 

დანარჩენ ტანკერებზე ყაზახური ნავთობია, რომელზეც არ ვრცელდება ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. მიუხედავად ამისა თურქეთი  სრუტეში გამავალი ყველა ტანკერიდან ითხოვს დაღვრისა და შეჯახებისგან  დაზღვევის დამატებით დადასტურებას.

 

 

 

ოფიციალური ანკარის განმარტებით ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესებამ გაზარდა მის წყლებში დაუზღვეველი ტანკერების ყოფნის რისკი.

 

 

 

 

 


მიუხედავად იმისა, რომ ყაზახური ნავთობი სანქციებს არ ექვემდებარება, თურქეთის შეშფოთების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ტანკერები რუსული პორტიდან გამოვიდნენ - წერს Bloomberg-ი.

 

 

 

 

 

ამერიკელი და ბრიტანელი ჩინოვნიკები ანკარასგან დაჟინებით ითხოვენ, რომ გადახედოს დაზღვევის დადასტურების მოთხოვნებს, რადგან ყაზახური ტვირთები სანქციებს არ ექვემდებარება.

 

 

 

 

 

ამასთან, თურქეთი დაყოვნებული ტანკერების მცირე რაოდენობას ასახელებს.  მათი მონაცემებით საცობში ახლა მხოლოდ 15 გემია. მათგან 11 ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიემართებოდა.

 

 

 

 

 

Bloomberg-ი ასევე წერს, რომ თურქეთის სრუტეებში გაჭედილი ტანკერების მფლობელებს ფრახტისთვის (გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა) დამატებით 13 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ. ჯერჯერობით გაურკვეველია, აუნაზღაურებენ თუ არა დამქირავებლები ტანკერების მფლობელებს დაყოვნების ღირებულებას. ერთ-ერთი ტანკერის მფლობელმა უკვე მიიღო შეტყობინება დამქირავებლისგან, რომ ანაზღაურებას არ აპირებს.

 

 

 

 

 

ტანკერების საცობის შესახებ პირველად Financial Times-მა დაწერა 5 დეკემბერს. საცობი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების მახლობლადაა წარმოქმნილი. სწორედ ამ სრუტეების გავლით უკავშირდებიან რუსეთის შავის ზღვის პორტები საერთაშორისო ბაზრებს.

 

 

 

ტანკერების საცობის წარმოქმნა მოხდა იმ დღეს, როდესაც ძალაში შევიდა რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. მოკავშირეებმა აკრძალეს იმ ტანკერების დაზღვევა, რომლებსაც ისეთი რუსული ნავთობი გადააქვთ, რომლის ფასიც ბარელზე 60 დოლარს აჭარბებს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up