თურქეთმა შესაძლოა თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის გადასატანად ახალი გაზსადენი ააშენოს. ტრანსანატოლიის გაზსადენმა (TANAP), რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან თურქეთს მიეწოდება, უკვე მიაღწია 32 მილიარდ კუბურ მეტრს.
6 მილიარდი კუბური მეტრის ზღვარზეა ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP), რომელიც თურქეთიდან ევროპაში გაზს საბერძნეთის გავლით ატარებს.
„ამიტომ, ჩვენი კოლეგები ახლა მუშაობენ ახალი მილსადენის შექმნაზე, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, გაზი ტანკერებით თურქმენეთიდან აზერბაიჯანში გადაიგზავნება, სადაც შემდეგ ის გადაიტუმბება სამხრეთ გაზის დერეფნის მილსადენის ჯაჭვში, რომელიც აზერბაიჯანს ევროპასთან აკავშირებს საქართველოსა და თურქეთის გავლით.
თურქმენეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდების შესახებ მსჯელობა ადრეც იმართებოდა, მაგრამ მათი გააქტიურება ახლა პირდაპირ უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.