თურქეთს სურს რუსული ხორბლის ფქვილად გადამუშავება და ღარიბ ქვეყნებში უფასოდ გაგზავნა.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კატარიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში მყოფ თურქ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბატონმა [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა შემდეგი წინადადება შემომთავაზა: „მოდით, ეს მარცვლეული უფასოდ გავუგზავნოთ განუვითარებელ, ანუ ღარიბ ქვეყნებს“. ფაქტობრივად, ჩვენ დავგეგმეთ, რომ ხორბალი მივიღოთ, გადავამუშაოთ ფქვილად თურქეთში და ამის შემდეგ გავგზავნოთ ამ ქვეყნებში“, - ციტირებს გაზეთი „მილიეტი“ პრეზიდენტს.