თურქეთს „სტამბოლის არხის“ მშენებლობა 5 მლრდ დოლარით გაუძვირდა

თურქეთს „სტამბოლის არხის“ მშენებლობა 5 მლრდ დოლარით გაუძვირდა

access_time2022-09-26 09:00:59

თურქეთი ბოსფორის სრუტის განტვირთვის მიზნით ხელოვნურ არხს აშენებს. ახალ არხს “სტამბოლის არხი” ქვია და მისი მშენებლობა ქვეყანას 5 მლრდ დოლარით ძვირი უჯდება, ვიდრე წინანდელი გეგმით იყო გათვალისწინებული.


ახალი გაანგარიშებით არხის მშენებლობა 20 მლრდ დოლარი დაჯდება, - განაცხადა გაზეთ Sabah-თან ინტერვიუში თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ადილ კარაისმაილოღლუმ.


„ღირებულება უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველი გათვლები. ჩვენ გამოვთვალეთ მშენებლობა 15 მილიარდ დოლარად, თუმცა პროექტი დაჯდება 20 მილიარდი დოლარი“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლებას სურს განახორციელოს პროექტი საბიუჯეტო წყაროებიდან.


„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ადრე თუ გვიან განხორციელდება. ეს აუცილებლობაა“, - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა.



მისი თქმით, არხის მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს ბოსფორის სრუტეში მოძრაობას. „წლიურად ბოსფორზე ამჟამად 40 000 გემი გადის. თუ ხვალ ეს რიცხვი 60-70 ათასამდე გაიზრდება, მაშინ მათი გავლა ბოსფორის გავლით შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.




„სტამბულის არხის“ აშენების პროექტი თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრობის დროს 2011 წელს დაანონსა. თურქეთის ხელისუფლების პროგნოზით, 45 კილომეტრიანი ხელოვნური არხის გამტარუნარიანობა დღეში 160 გემი იქნება. არხის წლიური შემოსავალი, სავარაუდოდ, 8 მილიარდი დოლარი იქნება, ძირითადად გემების ტრანზიტის გადასახადის გამო.



„სტამბოლის არხი“, რომელიც სუეცის და პანამის არხებზე დიდი იქნება, შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. არხის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება, სიგანე 140-150 მეტრი, ხოლო სიღრმე 25 მეტრი.



პროექტის მიხედვით, "სტამბოლის არხი" ბოსფორის სრუტის მსგავსად ქალაქ სტამბოლს შუაზე გაყოფს და სტამბოლის ნაწილი "სტამბოლის არხსა" და ბოსფორის სრუტეს შორის კუნძულის სახით დარჩება.



თავად ქალაქი სტამბოლი სამ რეგიონად დაიყოფა - ერთი აზიური და დანარჩენი ევროპის ნაწილი. ცენტრალური ნაწილი, რომელშიც მდებარეობს ქალაქის ისტორიული რაიონი "სულთანაჰმედი" და საქმიანი უბნები რეალურად გადაიქცევა კუნძულად.



„სტამბოლის არხის“ გამოყენება მოხდება როგორც საკრუიზო ასევე სატვირთო გემების მიერ. ამავე არხით იგეგმება ასევე საშიში ნივთიერებით დატვირთული გემების გატარებაც.



პროექტის ფარგლებში მარმარილოს ზღვაში დაგეგმილია ხელოვნური კუნძულების გაშენებაც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up