თურქეთს სურს, მოცვის ბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს

თურქეთს სურს, მოცვის ბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს

access_time2022-03-27 13:00:45

თურქეთმა გასულ წელს მოცვის ფართობი 200-250 ჰა-მდე გაზარდა. ქვეყანა 5 000 ჰექტარზე მეტი საწარმოო ფართობით, ასევე, 100 000 ტონა მოცვის წარმოებით, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კენკრის ბაზარზე შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ამის შესახებ თურქული კენკრის მწარმოებელი კომპანია Safir Berry-ის გამგეობის თავმჯდომარემ, თურგუთ აისანმა FreshPlaza-ს განუცხადა.

Safir Berry-მ 2020 წელს პროექტი, Turkish Blueberry წამოიწყო და 2021 წელს ანტალიასა და მანისაში მოცვის პლანტაციები გააშენა, რითიც მისი ფართობი გაორმაგდა. მიწის ფართობისა და წარმოების მოცულობის გაზრდის გამო, კომპანია მოელის, რომ 2023 წელი თურქეთისთვის კარგი საექსპორტო წელი იქნება.

მთავარი საექსპორტო მიმართულება მზარდი ევროპული ბაზარი იქნება, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, ბენილუქსის ქვეყნები, საფრანგეთი, სკანდინავია და ა.შ. თუმცა თურქეთს, ასევე, აქვს ლოგისტიკური უპირატესობა, რაც საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურის ქვეყნების, რუსეთისა და შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე ერთი საჰაერო რეისით ჰქონდეს წვდომა.

Safir Berry წელს 60-70 ტონა მოცვის მოსავალს მოელის, რაც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება საკმარისი. თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2023 წელს, დაახლოებით, 1000 ტონა მოცვის ექსპორტს შეძლებენ.

წლევანდელი ზამთარი ანტალიაში მეტად ცივი იყო და 25 წლის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ამ პროვინციაში პირველად მოთოვა. მოსავლის აღება მარტის ბოლომდე გადაიდო. თუმცა Safir Berry-მ ანტალიაში აგებულ გამძლე პლასტმასის გვირაბებში დაპატენტებული საცდელი ჯიშების მოსავლის აღება თებერვალში დაიწყო. კლიმატური ცვლილებების გამო, თურქული მოცვის წარმოების დიდი ნაწილი ასეთ გვირაბებსა და თანამედროვე სათბურებში მოხდება.

თურგუთ აისანის თქმით, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, მოცვზე ადგილობრივი მოთხოვნა მაღალი ფასების გამო დაბალია. თუმცა კენკრის მოხმარება, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში იზრდება. ამჟამად მოცვის ადგილობრივი ფასები ისეთივე მაღალია, როგორც საერთაშორისო, რის შედეგადაც თურქეთში წარმოებული კენკრის უმეტესობა ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.


პროექტ Turkish Blueberry-ის ფარგლებში, Safir Berry აპირებს, მოცვის წარმოებას ჟოლოსა და მაყვლის მოშენება დაამატოს.

ცნობისათვის, მსოფლიოში მოცვის ექსპორტს ყველაზე დიდი რაოდენობით 7 ქვეყანა ახორციელებს - პერუ, ჩილე, მექსიკა, აშშ, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და კანადა. სერიოზულად იზრდება ლურჯი მოცვის ბარების რაოდენობა საქართველოშიც.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ანგარიშის თანახმად, 2025 წლისთვის მოცვის გლობალური ექსპორტი, ფულადი გამოსახულებაში, 3 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

წუარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up