საკონტეინერო გემი სტამბოლისა და ფოთის პორტებს შორის ყოველ 12-14 დღეში ერთხელ იმოძრავებს. როგორც APM Terminals Poti-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საზეიმოდ მიიღო ZIM-ის საკონტეინერო ხაზის ახალი სერვისის (PTF) პირველი გემი, რომელმაც თურქეთსა და საქართველოს შორის პირველი მიმოსვლა შეასრულა.
საკონტეინერო გემი ყოველ 12-14 დღეში ერთხელ იმოძრავებს სტამბოლის ამბარლის პორტსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის და დააკავშირებს ZIM-ის მსოფლიო სერვისებს საქართველოსთან.
კომპანია ZIM 1945 წელს ისრაელში დაარსდა, ამჟამად იგი ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანიაა მსოფლიოში.