ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი.
რაც შეეხება სირიას, აქ სტიქიის მთავარი ზონა, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. გავრცელებული ინფომრაციით, სირიაში მთლიანად დაღუპულია 2992 ადამიანი, მათგან 1 730 მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში დაიღუპა, 1262 ადამიანი კი ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
არასამთავრობო, ჰუმანიტარული ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად რაიონში დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებიდან ამ დრომდე არავინ მისულა და მათ საკუთარი ძალებით უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება.